geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ კაკაბაძე
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1923

1968 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, გერმანისტი. 1971 წლიდან პროფესორი.

ნოდარ კაკაბაძეს ეკუთვნის ნაშრომები ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე. იკვლევდა ჰაინრიხ მანისა და თომას მანის შემოქმედებას.

ქართულ ენაზე თარგმნა ანა ზეგერსის, ერვინ შტრიტმატერის, ფრანც კაფკას, ნელი ზაქსის, ინგებორგ ბახმანისა და სხვათა ნაწარმოებები.

ბიბლიოგრაფია:

თომას მანი, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1973.

თომას მანი. ტ.1., თბ.: თსუ გამომცემლობა, 1967.

კაკაბაძე ნ., რუხაძე ნ., კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1963.

ნარკვევევბი მეოცე საუკუნის გერმანული ლიტერატურიდან, თბ.: ცოდნა, 1964.

პორტრეტები და სილუეტები, თბ.: 1971.

სახელოვნო და სალიტერატურო კოლაჟები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1991.

თარიღი: 11/06/2021